Logo

INTERVIEW with Deputy Minister of Finance of Georgia Mr. Mikheil Dundua / ინტერვიუ საქართველოს ფიანანსთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ მიხეილ დუნდუასთან

Published Date: 11/01/2024

- მოგესალმებით ბატონო მიხეილ, მადლობას გიხდით, რომ გამონახეთ დრო ინტერვიუსათვის.

- გამარჯობა!

- ბატონო მიხელ, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი ხედვები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიც არის: მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები, კორუფციის კონტროლი, მმართველობის ეფექტურობა და რეგულაციების ხარისხი საქართველოში.

- მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მკითხველს. დიახ, კიბატონო. უნდა აღინიშნოს, რომ კარგი მმართველობა აუცილებელია განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, ის ეხმარება ქვეყნებს გააუმჯობესონ ეკონომიკური ზრდა, შექმნან ადამიანური კაპიტალი და გააძლიერონ სოციალური ერთიანობა. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (WGI) შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს მკვლევარებს და ანალიტიკოსებს შეაფასონ მმართველობის აღქმის ფართო სქემები ქვეყნებში და დროთა განმავლობაში.

უფრო მეტიც, WGI აგროვებს 30-ზე მეტი ანალიტიკური ცენტრის, საერთაშორისო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო ფირმების მონაცემებს მთელ მსოფლიოში, შერჩეული სამი ძირითადი კრიტერიუმის საფუძველზე: 1) ისინი დამზადებულია სანდო ორგანიზაციების მიერ; 2) ისინი აწვდიან შესადარებელ მონაცემებს ქვეყნებს შორის; და 3) ისინი რეგულარულად განახლდება. მონაცემები ასახავს მსოფლიოს მასშტაბით მრავალი დაინტერესებული მხარის, მათ შორის ათიათასობით გამოკითხვის რესპონდენტისა და ექსპერტის მმართველობის შესახებ განსხვავებულ შეხედულებებს.

- თქვენ ახსენეთ კორუფციის კონტროლი, გთხოვთ ვისაუბროთ აღნიშნულ მიმართულებაზეც.

- კეთილი, მინდა გითხრათ, რომ „კორუფციის კონტროლი“ კლასიკურად განმარტება-ფასდება როგორც მმართველი ძალების მიერ საკუთარი უფლებამოსილების გამოყენების პრაქტიკა პირადი ინტერესებისთვის. შეფასება მოიცავს როგორც კორუფციას ქვედა დონეზე, ისევე, როგორც ელიტური კორუფციის შეფასებას. „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მხრივ საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი სკალიდან 72,7%-ი მიიღო და კავკასიასა და შავიზღვისპირეთში პირველ ადგილზე გავიდა. კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 14 ქვეყანას. ეს სახელმწიფოებია: იტალია, პოლონეთი, კვიპროსი, მალტა, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, თურქეთი. აქვე იმასაც შევნიშნავდი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება. გლობალური მმართველობის ინდიკატორების ამ მეგა კვლევაში საქართველო „კორუფციის კონტროლის“ აგრეგატში 8-მა საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა შეაფასა. სადაც საქართველო საუკეთესო ოცეულებში, ან ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა 8-დან 7-ი ორგანიზაციის შეფასების მიხედვით. უფრო მეტიც შეგვიძლია დავასახელოთ შემფასებელი ორგანიზაციები ესენია:

  1. Bertelsmann Transformation Index (BTI) (ბეტსელმანის ტრანსფორმაციის ინდექსი)
  2. Economist Intelligence Unit (EIU) ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითი
  3. Freedom House (ფრიდომ ჰაუსი)
  4. The Gallup Organization (კვლევითი ცენტრი „გელაპი“)
  5. IHS Markit (აი ეიჩ ეს მარკიტი)
  6. Varieties of Democracy Project at the University of Gothenberg and University of Notre Dame („დემოკრატიის მრავალფეროვნება“ - გოტენბერგის და ნოტერდამის უნივერსიტეტების პროექტი)
  7. World Justice Project Rule of Law Index (მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის „კანონის უზენაესობის ინდექსი“)
  8. World Economic Forum Global Competitiveness Survey (GCS) (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევა)

- საინტერესოა თქვენი მოსაზრებები მმართველობის ეფექტურობასთან დაკავშირებით. რას გვეტყოდით ამ მიმართულებით?

- მადლობა, საინტერესო შეკითხვაა. მართლაც ძალიან ბევრი რამე გაკეთდა აღნიშნული მიმართულებით და შედეგიც სახეზეა, ასე მაგალითად, „მმართველობის ეფექტურობით“ მიხედვით საქართველომ შეფასება გაიუმჯობესა. შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 72.64%-ი მიიღო, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის დაწინაურდა და Top 40-ში მოხვდა 40-ე ადგილზე. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ხორვატია, უნგრეთი, იტალია, საბერძნეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ნატოს წევრი ქვეყნებიდან საქართველო „მმართველობის ეფექტურობით“ უსწრებს 12 სახელმწიფოს. კავკასიასა და შავიზღვისპირეთში საქართველო პირველ ადგილზეა. საქართველოში „მმართველობის ეფექტურობა“ შეფასდა მსოფლიოს 5 წამყვანი ანალიტიკური ცენტრის და კვლევითი პროექტის პროვაიდერის შემაჯამებელი ანალიზის საფუძველზე, რომელთა შორისაა: ბრიტანული ორგანიზაცია ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითი, ბეთსელმანის ფონდი(გერმანია), გელაპის ორგანიზაცია (აშშ), მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და IHS Markit.

- და ბოლოს, ბატონო მიხეილ, გთხოვთ, შევაჯამოთ მიღწევები კანონის უზენაესობისა და რეგულირების ხარისხის მიხედვით.

- დიახ, აღვნიშნავდი, რომ საქართველო კანონის უზენაესობის შეფასება გაუმჯობესდა და უსწრებს ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, თურქეთი და ევროკავშირის წევრი ბულგარეთი. კანონის უზენაესობით საქართველო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის მეოთხე ადგილზეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ და კავკასიასა და შავიზღვისპირეთში მხოლოდ რუმინეთს ჩამორჩება.საქართველოში „კანონის უზენაესობა“ შეფასდა მსოფლიოს 9 წამყვანი ანალიტიკური ცენტრის და კვლევითი პროექტის პროვაიდერის შემაჯამებელი ანალიზის საფუძველზე, რომელთა შორისაა: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსი, ბრიტანული ორგანიზაცია ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითი, ბეთსელმანის ფონდი(გერმანია), გელაპის ორგანიზაცია (აშშ), დემოკრატიის კვლევითი პროექტი „დემოკრატიის მავალფეროვნება VDEM (გოტენბერგისა და როტერდამის უნივერსიტეტები), მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი კანონის უზენაესობის ინდექსი (აშშ). რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს, აღსანიშნავია, რომ რეგულირების ხარისხის მიხედვით საქართველომ შეფასების 100%-ანი სისტემიდან 81.60 ქულა აიღო, საქართველო მსოფლო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოში 30-ე, მათგან კი ევროპის საუკეთესო ოცეულში 19-ე ადგილზე გავიდა. საქართველოში „რეგულაციების ხარისხი“ შეფასდა მსოფლიოს 6 წამყვანი ანალიტიკური ცენტრის და კვლევითი პროექტის პროვაიდერის შემაჯამებელი ანალიზის საფუძველზე, რომელთა შორისაა: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენი, ბრიტანული ორგანიზაცია ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითი, ბეთსელმანის ფონდი(გერმანია), მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი -კანონის უზენაესობის ინდექსი (აშშ) და IHS Markit.

- ბატონო დავით, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად.

ესაუბრა და ინტერვიუ ჩაწერა, ჟურნალ „ახლი ეკონომისტის“ პასუხისმგებელმა მდივანმა, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა

ლაშა ტაბატაძემ