2026 წლის 15 ივნისს საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 30-ე საიუბილეო დისკუსია - „სამშენებლო-ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე” გაიმართა.
ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ: რევაზ სოხაძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი; შოთა ბერეკაშვილი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე; დავით ჯუღაშვილი, „ჰანიველ ცემენტის“ გენერალური დირექტორი; გიორგი კუპრაშვილი, „გალტ & თაგარტის" გენერალური დირექტორი; ირაკლი კვერღელიძე - „ორბი ჯგუფის” გენერალური დირექტორი; ირაკლი გიორგობიანი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) აღმასრულებელი დირექტორი.
ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი. დისკუსიაში ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი, ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულმა დისკუსიამ ნათლად წარმოაჩინა, რომ სამშენებლო-ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. აღნიშნული სექტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე, ისე კერძო ინვესტიციების მოზიდვასა და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. ფორუმზე აღინიშნა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებასა და საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობას, რადგან კაპიტალმოცულობითი პროექტების განხორციელება საჭიროებს გრძელვადიან ფინანსურ რესურსებსა და ინვესტიციებს. ამ მიმართულებით ფინანსური სექტორის, სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორების ეფექტიანი თანამშრომლობა ქმნის საფუძველს ახალი პროექტების დაწყებისა და არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისთვის. ეკონომიკურ ფორუმზე ყურადღება გამახვილდა პროექტების დროულ და ხარისხიან დასრულებაზე, რადგანაც ინფრასტრუქტურული პროექტების გაჭიანურება ხშირად იწვევს ხარჯების ზრდას, საინვესტიციო რისკების მატებას და ეკონომიკური ეფექტის დაგვიანებას. შესაბამისად, პროექტების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და შესრულების მკაფიო ვადების დაცვა წარმოადგენს ეკონომიკური ეფექტიანობის მნიშვნელოვან წინაპირობას. ფორუმზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ სამშენებლო სექტორი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დასაქმების ხელშეწყობის კუთხით. იგი ქმნის სამუშაო ადგილებს როგორც უშუალოდ მშენებლობის პროცესში, ასევე მასთან დაკავშირებულ დარგებში – სამშენებლო მასალების წარმოებაში, ტრანსპორტირებაში, საინჟინრო მომსახურებაში, ფინანსურ და საკონსულტაციო საქმიანობაში. შედეგად, სექტორის განვითარება ხელს უწყობს მოსახლეობის შემოსავლების ზრდას და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ეკონომიკურ ფორუმზე დაანონსდა საგზაო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური სისტემების სამომავლო განვითარება და აღინიშნა, რომ თანამედროვე გზები, ხიდები, გვირაბები და სატრანსპორტო დერეფნები ამცირებს გადაადგილების დროსა და ხარჯებს, ზრდის რეგიონებს შორის ეკონომიკურ კავშირებს და აძლიერებს საქართველოს, როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბის, ფუნქციას. ეფექტიანი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია როგორც საგარეო ვაჭრობის, ისე ტურიზმის განვითარებისათვის, რადგან ის ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე. ამავდროულად, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტურიზმის სექტორზეც. განახლებული საგზაო ქსელი, თანამედროვე აეროპორტები, სასტუმრო ინფრასტრუქტურა და კომუნალური სისტემები აუმჯობესებს ტურისტული მომსახურების ხარისხს და ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების უფრო თანაბარ განაწილებას ქვეყნის მასშტაბით.
საბოლოოდ, დისკუსიამ აჩვენა, რომ ინფრასტრუქტურა და მშენებლობა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ინსტრუმენტია, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის, საინვესტიციო მიმზიდველობის, დასაქმებისა და რეგიონული განვითარების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. თუმცა, ამ პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის აუცილებელია ფინანსური რესურსების ეფექტიანი მობილიზება, პროექტების დროული დასრულება, კვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარება და მდგრადი ინფრასტრუქტურული პოლიტიკის განხორციელება.
სპონსორები: საქართველოს ეკონომიკური ფორუმის გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი; საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მუდმივი პარტნიორი - UGT(იუჯითი).პარტნიორები:HunnewellCement (ჰანიველ ცემენტი); Galt&Taggart (გალტ & თაგარტი); ორბი ჯგუფი; ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA; Tashub (ტასჰაბი); ELT Group; Forum Ekonomiczne/Economic Forum; Coca-Cola Bottlers Georgia; წყალი მთის (Water MTIS); Chelti Winery (მეღვინეობა ჩელთი).
ლაშა ტაბატაძე
ჟურნალ The New Economist (ახალი ეკონომისტის)
პასუხისმგებელი მდივანი